შაბათი, 18.05.2024, 14:24
მხოლოდ საუკეთესო
85.118.98.185:333
თქვენ შემოხვედით როგორც Гость | ჯგუფი "Гости"მოგესალმები Гость | RSS
მთავარი | საჭირო ინფორმაცია | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა
საიტის მენიუ

საიტის მენიუ
Мои статьи [32]

სტატისტიკა
Flag Counter
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » სტატიები » Мои статьи

ძველი საბერძნეთი

ველი საბერძნეთიელადა (ბერძნ. Hellas), ძველი ბერძნული სახელმწიფოების საერთო სახელწოდება. მოიცავდაბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთს, ეგეოსის ზღვის კუნძულებს, თრაკიის სანაპიროს, მცირე აზიის დასავლეთ სანაპირო ზოლს და ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში (ძვ. წ. VIII-Vი სს.) დაარსებული კოლონიების სამხრეთ იტალიის, აღმოსავლეთ სიცილიის, სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიებს, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს (კირენაიკა), შავი ზღვის და აზოვის ზღვის სრუტეებსა და სანაპიროებს.

მიუთითებს პერიოდზე ბერძნულ ისტორიაში კლასიკურ ანტიკურ ხანაში, რომელიც გრძელდებოდა დაახ. ძვ. წ. 750-დან (არქაული პერიოდიძვ. წ. 146 წლამდე (რომის მიერ დაპყრობა). ეს პერიოდი კულტურის ქვაკუთხედად არ მიჩნეული, რომელმაც საფუძველი შეუქმნა დასავლეთის ცივილიზაციას. ბერძნულ კულტურას ძლიერი გავლენა ჰქონდა რომის იმპერიაზე, რომელმაც ამ კულტურის ვერსია ევროპის მრავალ სხვა ნაწილს მოჰფინა.

ძველი ბერძნების ცივილიზაცია უმნიშვნელოვანესი იყო ენის, პოლიტიკის, განათლების სისტემების, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების მხრივ და მან დასაბამი მისცა რენესანსს დასავლეთ ევროპაში, თავს იჩენდა რა შემდგომში XVIII და XIX საუკუნეების ნეოკლასიკური აღორძინების პერიოდებშიც ცენტრალურ ევროპასა და ამერიკაში.

მითოლოგია და რელიგია

განვითარების ადრეულ საფეხურზე ძვ. საბერძნეთის მითოლოგია ქთონურ (chton - ქვესკნელი, რომელიც ურჩხულებს წარმოშობდა) ხასიათს ატარებდა. პირველყოფილი თემური წყობილების დროს ჭარბობდა ტოტემისტური, ფეტიშური და ანიმისტური წარმოდგენები. საერთო ბერძნული ოლიმპიური პანთეონის ჩამოყალიბებამდე მრავალი ადგილობრივი მნიშვნელობის ღვთაება არსებობდა. ოლიმპიური პანთეონის საბოლოოდ ჩამოყალიბების პროცესი ძვ. წ. II ათასწლეულს დასრულდა. ძვ. ბერძნების წარმოდგენით, ღმერთები „თოვლიან" მთაზე, ოლიმპზე, ცხოვრობდნენ და უზენაესი ღვთაების „ადამიანთა და ღმერთთა მამის" ზევსის ნებას მორჩილებდნენ. ღვთაებებს მკაცრად ჰქონდათ განაწილებული ფუნქციები: ათენა ომის, ხელოვნების, ხელოსნობის, ქალაქთა და ქვეყანათა მფარველი ღვთაება იყო, ჰერმესი - ვაჭრობისა, არტემიდა - ნადირობისა, აფროდიტე - სიყვარულისა და სილამაზისა და ა. შ.

არსებობს ბერძნული მითბის კლასიფიკაცია: კოსმოგენური მითები, თეოგენური მითები,ძირითადი მითოლოგიური ციკლები და ცალკეული მითები. კოსმოგენია –– წარმოდგება ძველი ბერძნული სიტყვარსებობს ბერძნული მითების შემდეგი კლასიფიკისაგან " კოსმოს", რაც სამყაროს, წესრიგსს ნიშნავს. " გონე " კი აღნიშნავს დაბადებას, წარმოქმნას ე.ი. კოსმოგენური მითები გულისხმობს ისეთ მითებს, რომლებიც მოგვითხრობენ სამყაროს წესრიგის გაჩენაზე. თეოგენური მითები ––– მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან " თეოს ", რომელიც აღნიშნავს ღმერთს. თეოგენური მითები მოგვითხრობენ ღმერთების დაბადების, წარმოშობის შესახებ.

ძირითადი მითოლოგიური ციკლებში შედის: ტროას ომის ციკლი, არგონავტების ლაშქრობის შესახებ მითების ციკლი, თებეს შესახებ შექმნილი მითბის ციკლი. ცალკეული მითები ––– მითები ცალკეული პიროვნებების შესახებ. მაგ.მითი ნარცისის შესახებ და ა.შ.

ფრთინი გამონათქვამები ბერძნულ მითოლოგიაში:

  • განხეთქილების ვაშლი –––– ეს ოქროს ვაშლი ეკუთვნოდა განხეთქილების ქალღმერთ ერმისს. იგი არ დაპატიჟეს აქილევსის მშობლების პელევსისა და თეტისის ქორწილში. ამით განრისხებულმა, ოქროს ვაშლი წარწერით –––– უმშვენიერესს ––– შეაგორა ღმერთების ლხინზე. შეიქმნა კამათი ამ ვაშლის დასაკუთრებისათვის. პრეტენზიას აცხადებდნენ ჰერა , ზევსის მეუღლე.(კანონიერი ქორწინების ქალღმერთი ), აფროდიტა ( სიყვარულის ქალღმერთი ) და ათენა ( სიბრძნის ქალღმერთი ). - გადატანით ამ ფრაზას მაშინ ამბობენ, როცა ვინმე, საუბრის დროს საკამათო საგანს ჩმოაგდებს.
  • აქილევსის ქუსლი –––– აქილევსი ტროას ომის მონაწილე ცნობილი ბერძენი გმირია. მას დედა უკვდავი ქალღმერთი თეტისი ჰყავდა, ხოლო მამა –– მოკვდავი პელევსი. დედას სურდა შვილი უკვდავი გაეხადა და მას წმინდა მდინარის, სტიქსის წყლებში აბანავებდა ისე, რომ ქუსლები ხელით ეჭირა. ამდენად, აქილევსის ტანი იარაღისაგან იყო დაცული, სუსტი წერტილი კი ქუსლები იყო. იგი სწორედ ასე მოკლეს ტროას ომში. - გადატანით იტყვიან ადამიანის სუსტ წერტილზე.
  • ოდისევსი ––– ტროას ომის მონაწილე გმირს ერქვა. იგი ცნობილია,როგორც მოხერხებული და ცბიერი. მისი რჩევით ააგეს ბერძნებმა ხის ცხენი,რომლის მეშვეობითც დაიღუპა ქალაქი ტროა. - ოდისევსს იტყვიან მოხერხებულ და ცბიერ ადამიანზე.
  • ოდისეა ––– ოდისევსი ტროა ომის შემდეგ ათი წელი ბრუნდებოდა თავის კუნძულ ითაკაზე. ოდისეა ნიშნავს ხანგრძლივ მოგზურობას, ხიფათით სავსე მგზავრობას.
  • ტროას ცხენი ––– ხის ცხენი, რომელიც ბერძნებმა დატოვეს ტროას მისადგომებთან. გდატანით ნიშნავს მტრის საჩუქარს,რომელსაც ვერ ენობი,ხიფათი მოქვს.
  • პენელოპე ––– ოდისევსის ცოლი,რომელიც ოცი წელი ელოდა მის დაბრუნებას. იგი ერთგული ცოლის სიმბოლოა. მის სახელთან არის დაკავშირებული მეორე გამონათქვამი პენელოპეს მოსასხამი, რომელიც დაუმთავრებელი, გაჭიანურებული შრომის სიმბოლოა.

საბუნებისმეტყველო ცოდნა [რედაქტირება]

ძვ. ბერძნული საბუნებისმეტყველო ცოდნა ხასიათდება სუსტი ემპირიული საფუძვლითა და ზოგადი ჰიპოთეზებისა და თეორიების სიჭარბით. ძვ. ბერძნული საბუნებისმეტყველო მეცნიერების აზროვნებამ დაასწრო შემდგომი ეპოქების მთელ რიგმეცნიერულ აღმოჩენებს. ელინიზმის ხანამდე (ძვ. წ. IV საუკუნის მიწურული) მეცნიერება დიფერენცირებული არ იყო; თითქმის ყველა ფილოსოფოსი ბუნებისმეტყველიც იყო. ძვ. ბერძნული მეცნიერების სამშობლო მცირე აზიის იონიაა, მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ძველ აროსავლურ კულტურასთან, რომელმაც თავის მხრივ, დიდი გავლენა მოახდინა ძველი ბერძნული მეცნიერების განვითარებაზე. პირველი გეომეტრიული მონაცემები, ფარგლის გამოყენება, მზის დაბნელების დროის წინასწარ გამოანგარიშება, მეზღვაურთათვის რეკომენდაცია პატარა დათვის თანავარსკვლავედზე ორიენტირების შესახებ (და არა დიდი დათვის თანავარსკვლავედზე, როგორც ეს ადრე იყო მიღებული) დაკავშირებულია მილეტის სკოლის (ძვ. VI საუკუნე) დამაარსებლის თალესის სახელთან.

ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ,რომ მათი ღმერთები უკვდავები იყვნენ. მათ ცხოვრებაში ძალიან დიდი ნაწილი ეკავა რელიგიას,ისინი მრავალღმერთიანობას მისდევდნენ, მათ შორის აღმატებული გახლდათ ზევსი.




წყარო: http://:D:D:D:D:D:D:D:D:D
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: vajka (05.12.2012) | ავტორი: vaja
ნანახია: 853 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Ronaldinho

Charles odno cheat
Скачать Charles 3.5.2 + crack

ტოპ მომხმარებლებლი
  • vajka
  • vako
  • MiQeLa
  • Admin

  • მოძრავი სიტყვა

    Copyright MyCorp © 2024