შაბათი, 18.05.2024, 14:45
მხოლოდ საუკეთესო
85.118.98.185:333
თქვენ შემოხვედით როგორც Гость | ჯგუფი "Гости"მოგესალმები Гость | RSS
მთავარი | საჭირო ინფორმაცია | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა
საიტის მენიუ

საიტის მენიუ
Мои статьи [32]

სტატისტიკა
Flag Counter
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » სტატიები » Мои статьи

კუბის რესპუბლიკა

კუბის რესპუბლიკა (ესპ. República de Cuba) — კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვის აუზში. კუბის სახელმწიფო შედგება ძირითადი კუნძულის — კუბის, ასევე ხუვენტუდისა და რამდენიმე არქიპელაგისაგან. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ჰავანა. სიდიდით მეორე ქალაქია სანტიაგო-დე-კუბა.[6][7] კუბისგან ჩრდილოეთით მდებარეობსამერიკის შეერთებული შტატები და ბაჰამის კუნძულებიდასავლეთით — მექსიკასამხრეთით — კაიმანის კუნძულებიდა იამაიკა ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — ჰაიტი და დომინიკელთა რესპუბლიკა.

კუბის რუკა
კუბის მდებარეობა

1492 წელს, დღევანდელი კუბის კუნძულს ქრისტეფორე კოლუმბი მიადგა და ის ესპანეთის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა. კუბა ესპანეთის ტერიტორიად მიიჩნეოდა 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომამდე1902წელს კი მოიპოვა ამერიკისგან ფორმალური დამოუკიდებლობა. 1953-1959წლებში მიმდინარეობდა კუბის რევოლუცია, რომელმაც ფულხენსიო ბატისტას დიქტატურა დაამხო.[8] რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით. დღევანდელი მთავრობის დემოკრატიის ინდექსი ფასდება როგორც „ავტორიტარული".

კუბის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს; მოსახლეობის რაოდენობით და ტერიტორიით ის კარიბის აუზისკუნძულოვან სახელმწიფოებში ყველაზე დიდია. კუბელების კულტურა და წეს-ჩვეულებები შედგება როგორც აბორიგენი ხალხების, ტაინოებისა დასობონეიების, ასევე ესპანეთის იმპერიისა და აფრიკელი მონების მემკვიდრეობისაგან, მასზე ასევე დიდი გავლენა იქონია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სიახლოვემაც.

კუბაში წიგნიერების კოეფიციენტი შეადგენს 99.8%-ს,[9][10] ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალია ვიდრე ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში,[11] ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მონაცემია 77.64.[9]

ეტიმოლოგია

სახელწოდება კუბა მომდინარეობს ტაინოს ხალხის ენიდან. ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა არაა ცნობილი, თუმცა, დაახლოებით, ის შეიძლება შემდეგნაირად ითარგმნოს: სადაც ნაყოფიერი მიწები უხვადაა (კუბაო) [12] ან დიდი ადგილი (კოაბანა).[13] თუმცა, არიან მკვლევარები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მას სახელიქრისტეფორე კოლუმბმა პორტუგალიაში არსებული ანტიკური ქალაქის კუბის პატივსაცემად უწოდა.[14][15]

ისტორია

კოლუმბამდე

ესპანელთა გამოჩენამდე კუბა დასახლებული იყო ინდიელთა ტომებით. ძირითად მოსახლეობას შეადგენდნენ: ტაინოებიარავაკები,გუანახატაბეიები და სობონეიები. მკვიდრი მოსახლეობის წინაპრები ევროპელთა გამოჩენამდე რამდენიმე საუკუნით ადრე არიან მიგრირებულები როგორც ჩრდილო, ისე სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან.[16] ტაინოები კუნძულს უწოდებენ კაობანას.[17] ადგილობრივი მოსახლეობა მისდევდა მესაქონლეობასმეთევზეობასნადირობას და შემგროვებლობას.

ესპანური კოლონიზაცია [რედაქტირება]

დიეგო ველასკეს დე კუელიარი, კუბისკონკისტადორი

ქრისტეფორე კოლუმბი 1492[18] წლის 12 ოქტომბერს პირველად გადმოვიდა კუნძულზე, რომელსაც შემდგომ ეწოდა გუანახანი, ხოლო შემდგომ ის კუბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე 27[18] ან 28[19][20] ოქტომბერს გადმოვიდა იმ ადგილას, რომელსაც დღეს ბარაკოაეწოდება. მან კუნძული ესპანეთის ახალი სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა[21] და Isla Juana უწოდა ასტურიის პრინცის ხუანისპატივსაცემად.[22] 1511 წელს დიეგო ველასკეს დე კუელიარიმ ბარაკოაში პირველი ესპანური დასახლება დააარსა. მალევე გაჩნდა სხვა დასახლებებიც, მათ შორის ჰავანა კუბის მომავალი დედაქალაქი, რომელიც 1515 წელს დაფუძნდა. ესპანელებმა ამ პერიოდში დაახლოებით 100 000 ადგილობრივი მოსახლე დაიმონეს, რომელთაც ოქროს საძიებო სამუშაოებისთვის იყენებდნენ. კუნძულის მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილის განადგურება გამოიწვია ინფექციურმა დაავადებებმაც, რადგან მათ ამ დაავადებების მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი არ გააჩნდათ.[23] 1529 წელს წითელამ და ყვავილმა კუბის მოსახლეობის 2/3-ის დაღუპვა გამოიწვია.[24][25]

კუბა ესპანეთის საკუთრებაში დაახლოებით 400 წელი შედიოდა (1511–1898). მისი ეკონომიკა შედგებოდა ძირითადად სოფლის მეურნეობისა და სამთო მოპოვებისგან. კუბიდან ხორციელდებოდა შაქრისყავისა და თამბაქოს ევროპაში ექსპორტი, ხოლო მოგვიანებითჩრდილო ამერიკაშიც. მუშახელად გამოიყენებოდა აფრიკიდან ჩამოყვანილი მონები.

ომი დამოუკიდებლობისთვის

1820-იან წლებში, როდესაც ესპანეთის იმპერიის ტერიტორიები ლათინურ ამერიკაში აჯანყდნენ და დამოუკიდებელი სახელმწიფოები ჩამოაყალიბეს, კუბა მეფის მიმართ ერთგულებას ინარჩუნებდა. თუმცა, აქაც ხდებოდა დამოუკიდებლობისკენ მოწოდებები, ესპანეთმა კუბას მისცა დევიზი La Siempre Fidelísima Isla („ყოველთვის ყველაზე ერთგული კუნძული"). ეს ერთგულება გამოწვეული იყო კუბის მოსახლეობის ესპანეთზე სავაჭრო დამოკიდებულებით, ასევე ისინი იღბდნენ დაცვას მეკობრეობისა და მონების აჯანყებისგან.

ათწლიანი ომი 

1868 წლის აჯანყების მოტივი, რომელსაც კარლოს მანუელ დე სესპედესი ხელმძღვანელობდა, იყო ესპანეთისგან დამოუკიდებლობა. სესპედესი — შაქრის პლანტაციის მფლობელი, კუბის დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად მონებს ათავისუფლებდა. 1868 წლის 27 დეკემბერს მან გამოსცა განკარგულება მონობის გაუქმებაზე ყველასთვის, ვინც სამხედრო სამსახურში შევიდოდა.[26] 1868 წლის აჯანყება გადაიზარდა კონფლიქტში, რომელიც ცნობილია როგორც ათწლიანი ომიამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ აღიარა კუბის ახალი მთავრობა, ასევე მოიქცა ლათინური და ევროპული ბევრი ქვეყანაც.[27] ომი 1878 წელს ხანხონის პაქტით დასრულდა, რითიც კუბამ ფართო ავტონომია მიიღო. 18791880 წლებში, კუბელმა პატრიოტმა კალიქსტო გარსიამ აწარმოა წარუმატებელი, მეორე ომი დამოუკიდებლობისთვის, რომელიც ცნობილია როგორც მცირე ომი.[28]



წყარო: http://:D:D:D:D:D:D:D:D:D
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: vajka (05.12.2012) | ავტორი: vaja
ნანახია: 754 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Ronaldinho

Charles odno cheat
Скачать Charles 3.5.2 + crack

ტოპ მომხმარებლებლი
  • vajka
  • vako
  • MiQeLa
  • Admin

  • მოძრავი სიტყვა

    Copyright MyCorp © 2024