შაბათი, 18.05.2024, 11:41
მხოლოდ საუკეთესო
85.118.98.185:333
თქვენ შემოხვედით როგორც Гость | ჯგუფი "Гости"მოგესალმები Гость | RSS
მთავარი | საჭირო ინფორმაცია | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა
საიტის მენიუ

საიტის მენიუ
Мои статьи [32]

სტატისტიკა
Flag Counter
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » სტატიები » Мои статьи

მუხრან მაჭავარიანი
მუხრან მაჭავარიანიმუხრან ივანეს ძე მაჭავარიანი (დ. 12 აპრილი1929, სოფელი არგვეთისაჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 17 მაისი,2010თბილისი) – ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1987).

ბიოგრაფია

ცხოვრება

მუხრან მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს, სოფელ არგვეთში.

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ "პიონერის" მთავარი რედაქტორი. 1967-1982 წლებში ჟურნალ "დილის" მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი.

პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება მიენიჭა.

მუშაობდა ჟურნალ "ცისკრის" პოეზიის განყოფილების გამგედ 1957–1963 წლებში, ჟურნალ "პიონერის" მთავარი რედაქტორად 1963–1964 წლებში, ჟურნალ "დილის" მთავარი რედაქტორად 1967–1982 წლებში, ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორად 1982–1988 წლებში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 1988–1992 წლებში.

მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულინგლისურგერმანულფრანგულბულგარულჩეხურ და სხვა ენებზე.

გარდაცვალება [რედაქტირება]

მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშისოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა. ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.[1]

პოეტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი საფლავი ნოდარ დუმბაძისა დაიაკობ ნიკოლაძის საფლავების გვერდით მდებარეობს.

ოჯახი

  • მშობლები: თამარ იაკობაშვილი, ივანე მაჭავარიანი.
  • და: თინათინ მაჭავარიანი
  • მეუღლე: ლამარა ბოკერია (1928).
  • შვილები: ნანა (1956), ივანე (1965).

    წიგნები

    • "ლექსები", 1955 წ.
    • "წითელი მზე და მწვანე ბალახი", 1958 წ.
    • "სიჩუმე უშენოდ", 1958 წ.
    • "გზადაგზა", 1965 წ.
    • "იარონ", 1970 წ.
    • "თქვი", 1971 წ.
    • "ვინც იყო, იგი რომ არა...", 1973 წ.
    • "დუმილი რეკავს", 1974 წ.
    • "ლექსები", 1976 წ.
    • "ერთტომეული", 1979 წ.
    • "გიკვირს?! – ნუ გიკვირს!", 1995
    • "სერია: 100 ლექსი", გამომცემლობა "ინტელექტი", თბ. – ISBN 99940-39-11-3

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: vajka (30.11.2012) | ავტორი: vaja
ნანახია: 881 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Ronaldinho

Charles odno cheat
Скачать Charles 3.5.2 + crack

ტოპ მომხმარებლებლი
  • vajka
  • vako
  • MiQeLa
  • Admin

  • მოძრავი სიტყვა

    Copyright MyCorp © 2024