ხუთშაბათი, 25.04.2024, 18:25
მხოლოდ საუკეთესო
85.118.98.185:333
თქვენ შემოხვედით როგორც Гость | ჯგუფი "Гости"მოგესალმები Гость | RSS
მთავარი | საჭირო ინფორმაცია | ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | გამოსვლა | შესვლა
საიტის მენიუ

საიტის მენიუ
Мои статьи [32]

სტატისტიკა
Flag Counter
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » სტატიები » Мои статьи

საფრანგეთის რევოლუცია

საფრანგეთის რევოლუცია (ფრანგRévolution française) (1789–1799) იყო გარდამტეხი პერიოდი საფრანგეთისევროპისა და დასავლეთის ცივილიზაციის ისტორიაში. ამ პერიოდში საფრანგეთში რესპუბლიკანიზმმა შეცვალა აბსოლუტური მონარქია, ხოლო ქვეყნის კათოლიკური ეკლესია იძულებული გახდა რადიკალური რესტრუქტურიზაცია გაეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი რესპუბლიკის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მომდევნო 75 წლის განმავლობაში საფრანგეთი მრავალგზის გადახრილა რესპუბლიკასიმპერიასა და მონარქიას შორის, ეს რევოლუცია საყოველთაოდ მიღებულია როგორც გარდამავალი მომენტი დასავლური დემოკრატიის ისტორიაში – აბსოლუტიზმისა და არისტოკრატიის ხანიდანმოქალაქეობრიობის, როგორც დომინანტური პოლიტიკური ძალის, ეპოქაში.

საფრანგეთის რევოლუციის წყალობით ქვეყანაში ძველი მონარქიული რეჟიმი დაემხო და "თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა" გამოცხადდა. საფრანგეთმა ახალ ეპოქაში შეაბიჯა, თუმცა ამისათვის სისხლიანი და ტანჯული გზა განვლო.

1792 წლის 10 აგვისტოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პირველი რესპუბლიკა შეიქმნა. ახალდაბადებულ რესპუბლიკას მაშინვე უამრავი მტერი გამოუჩნდა. სხვა იმპერიები შიშობდნენ, რომ მონარქიას საფრთხე მათთანაც დაემუქრებოდა და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა (რუსეთის ჩათვლით) ანტიფრანგულ კოალიციაში შევიდა.

რესპუბლიკას სათავეში იაკობინური კაბინეტი ჩაუდგა. იაკობინთა ლიდერმა მაქსიმილიან რობესპიერმა მოახერხა ქვეყნის ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანა და გამარჯვების მოპოვება ევროპულ-მონარქიულ სახელმწიფოთა ინტერვენციაზე. მისმა რეფორმებმა გააძლიერა ქვეყანა და საფრანგეთს მილიონიანი არმია დაუტოვა. მათ დროს დაწინაურდა ნიჭიერი სამხედრო სტრატეგოსი ნაპოლეონ ბონაპარტი. ბონაპარტი გახდა რობერსპიერის მისიის გამგრძელებელი. მან დაამხო იაკობინელთა შემდგომ დამყარებული თერმიდორული მმართველობა და რობერსპიერის მიერ მობილიზირებული მილიტარისტული რესურსი წარმატებით გამოიყენა.

საფრანგეთის რევოლუციის შეფასებები არაერთგვაროვანია. ვიწრო გაგებით, რევოლუციაში იგულისხმება 17891799 წლების მოვლენები, ფართო გაგებით მას ნაპოლეონ ბონაპარტის მმართველობის პერიოდსაც მიაკუთვნებენ (17991815).

არაერთმნიშვნელოვანია ასევე საკუთრივ რევოლუციური პროცესის შეფასებები. ხშირად აღნიშნავენ, რომ რევოლუციამ მოიტანა როგორც თავისუფლება, ისე ტერორიც, დასაბამი მისცა არამხოლოდ დემოკრატიულ ეროვნულ სახელმწიფოს, არამედ წარმოშვა სახელმწიფოს ტოტალიტარული ფორმაც იაკობინელთა მმართველობის ფაზაში (17931794). დავის საგანია ისიც, თუ როგორ უნდა მივუდგეთ საფრანგეთის დიდ რევოლუციას — როგორც ერთიან რევოლუციურ პროცესს, ერთ რევოლუციას, თუ საქმე გვაქვს რამდენიმე რევოლუციასთან.

წინაპირობები

ისტორიული მოდელირების მიმდევრები რევოლუციის მიზეზებად ძველი რეჟიმის მახასიათებლების ამ მოდელებთან მსგავსებას აღნიშნავენ. ეკონომიკურ ფაქტორთა შორის იყო მასიური საკვების დეფიციტი და შიმშილობა, გამოწვეული მზარდი პურის ფასებით (ოთხფუნტიანი პურისთვის ნორმალური 8 სუდან 12 სუმდე 1789 წლისთვის),[1] რამაც დაავადებათა და სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვია პერიოდში, რომელიც რევოლუციას უშუალოდ წინ უძღოდა. შიმშილობა ევროპის სხვა რეგიონებსაც მოედო, რასაც ხელს უწყობდა საკვები პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა. (ბოლოდროინდელი კვლევა გავრცელებულ შიმშილობას ასევე მიაწერს ისლანდიაში 1783 წელს მომხდარი ლაკის ამოფრქვევით გამოწვეულ ელ-ნინიოს,[2] ან მცირე გამყინვარებით გამოწვეული ცივი კლიმატით, რასაც თან დაერთო საფრანგეთში კარტოფილის, როგორც ძირითადი საკვები პროდუქტის, შემოღების დაგვიანება.)[3]

მეორე მიზეზი იყო ლუი XV-ის მიერ წარმოებული მრავალი ომი, რამაც საფრანგეთი ფინანსური კრახის პირას მიიყვანა. ასევე ლუი XVIამერიკის რევოლუციის პერიოდში მხარს კოლონისტებს უჭერდა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა მთავრობის ფინანსური მდგომარეობა. ეროვნული ვალი ორ მილიარდ ლივრს გაუტოლდა. ომის მიერ გამოწვეულ სოციალურ ტვირთს შეადგენდა უზარმაზარი ვალი, გამწვავებული მონარქიის სამხედრო დანაკარგებით და უნიათობით, ომის ვეტერანთათვის სოციალური მხარდაჭერის უქონლობის ფონზე. არაეფექტურსა და მოძველებულ ფინანსურ სისტემას აღარ ძალუძდა ეროვნული ვალის მართვა, რასაც მძიმე ტვირთად უკიდურესად არათანასწორი საგადასახადო სისტემაც ერთვოდა თან.

კიდევ ერთი მიზეზი იყო არისტოკრატიის უზომო ფლანგვა და უყაირათობა, განსაკუთრებით ლუი XVI-ისა და მარიამ-ანტუანეტას კარზევერსალში, მიუხედავად მოსახლეობის დიდი ნაწილის შიმშილობისა. მაღალი უმუშევრობა და მაღალი პურის ფასები ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარების საშუალებას არ იძლეოდა. რომის კათოლიკური ეკლესია, ქვეყნის უდიდესი მიწათმფლობელი, იღებდა მოსავალზე გასადახადს, ცნობილს როგორც საეკლესიო მეათედი. ამ გადასახადს ორმაგი ეფექტი ჰქონდა. ერთის მხრივ, ის ამცირებდა მთავრობის შემოსავლებს, მეორეს მხრივ კი, კიდევ უფრო აუარესებდა გლეხობის დუხჭირ მდგომარეობას. შინა ვაჭრობა მინიმუმამდე იყო დასული, ხოლო საბაჭო ბარიერები საგარეო ვაჭრობას უკიდურესად ართულებდა.[4]

არსებობდა რამდენიმე სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორიც, რომელთა დიდი ნაწილი განმანათლებლობის იდეალების წინა პლანზე წამოწევის შედეგი იყო. მათ შორის იყო სამეფო აბსოლუტიზმის მზარდი არაპოპულარობა; პროფესიონალ და ვაჭართა კლასში საზოგადოებრივ ცხოვრებაში არისტოკრატიის პრივილეგიებისა და დომინირებისადმი უკმაყოფილება, რასაც მხარს უჭერდა ძირეული სოციალური ცვლილებები ნიდერლანდსა და დიდ ბრიტანეთში; გლეხობის, ჯამაგირის მუშებისა და წვრილი ბურჟუაზიის უკმაყოფილება არისტოკრატიის ტრადიციული სენიორიული პრივილეგიების მიმართ; მომძლავრებული ანტიკლერიკალიზმი და რელიგიის თავისუფლების მოთხოვნები, ასევე მზარდი პროტესტანტული უმცირესობების ინსტიტუტების გავლენა; რესპუბლიკანიზმი; და მეფის მიერ ჟაკ ნეკერისა და ხალხის წარმომადგენელი სხვა ფინანსური მრჩევლების დათხოვნა.[5]

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: vajka (30.11.2012) | ავტორი: vaja
ნანახია: 972 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Ronaldinho

Charles odno cheat
Скачать Charles 3.5.2 + crack

ტოპ მომხმარებლებლი
  • vajka
  • vako
  • MiQeLa
  • Admin

  • მოძრავი სიტყვა

    Copyright MyCorp © 2024